სხვა

0:40 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერეკლე არსენაშვილი: "პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იქნება"

საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრების 11-ე ნომერი, ერეკლე არსენაშვილი ალჯირის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდგომ WORLDSPORT.GE-ს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მისივე ქვეყნის კედლებში მთელი გუნდი ეცდება, რომ ტურნირზე მაქსიმუმს მიაღწიონ.

“დღევანდელი თამაში საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, ბიჭები ბოლომდე შეეცადნენ თავისი მაქსიმუმი გაეკეთებინათ. რაც შეეხება მომავალ თამაშებს, შევეცდებით, რომ ჩვენივე კედლებში მაქსიმუმი გავაკეთოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. რეალურად ეს შესაძლებელია.

პირველი ტაიმი გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო, რაც ანგარიშზეც აისახა. მეორე ტაიმს რაც შეეხება გუნდში რაღაც პრობლემები იყო და ალბათ დაღლილობა დაგვეტყო. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა და ვულოცავ საქართველოს ნაკრებს.

პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იქნება”, - გვითხრა ერეკლე არსენაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19 წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს იაპონიის წინააღმდეგ, 9 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120571