საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა, ბექა ორჯონიკიძემ ალჟირის ამავე ასაკობრივი ნაკრების დამარცხების შემდგომ WORLDSPORT.GE-სთან თამაში შეაფასა და გვითხრა, რომ ხარვეზები ბევრია, თუმცა ეცდებიან მაყურებელს საუკეთესო შედეგი აჩვენონ.
"მადლობა მოლოცვისთვის, მეც ვულოცავ ბიჭებს ამ გამარჯვებას. ჩვენი სადებიუტო მატჩი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე და ძალიან მიხარია, რომ გამარჯვებით დამთავრდა. მომავალ მატჩებშიც ისევე იბრძოლებენ ბიჭები, როგორც დღეს. რა თქმა უნდა ხერვეზები ბევრია, თუმცა ვეცდებით გამოვასწოროთ და საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს.
შემიძლია ვთქვა, რომ ტურნირის მინიმუმი იქნება ჯგუფიდან გასვლა და მაქსიმუმი მერე ვნახოთ. ხელბურთი ისეთი სპორტია, რომ შემთხვევათობები იშვიათობაა, თუმცა ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ გავახაროთ გულშემატკივრები”, - გვითხრა ბექა ორჯონიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19 წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს იაპონიის წინააღმდეგ, 9 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.