კამერუნის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "შალკეს" ყოფილი შემტევი ერიკ ჩუპო-მოტინგი "სტოკ სიტის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. როგორც პრემიერლიგის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში მომდევნო 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.
აფრიკელი მოთამაშე "ჰამბურგის" აკადემიაში ვარჯიშობდა და მთავარ გუნდში 2007 წელს დააწინაურეს. 2009 წლის შემდეგ ერიკი "მაინცსა" და "შალკეში" ასპარეზობდა. გელზერკირხენულ გუნდში ჩუპო-მოტინგმა 105 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.