ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ფლუმინენსეს" ყოფილი თავდამსხმელი რიშარლისონი კარიერას "უოტფორდში" გააგრძელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდში მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
რიშარლისონი "ამერიკა მინეიროს" აკადემიის აღზრდილია და "ფლუმინენსეში" გასული წლის დასაწყისში გადავიდა, სადაც 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიის 20-წლამდელთა გუნდში თავდამსხმელმა 10 შეხვედრაში თავი 3 გოლით გამოიჩინა.