ჩოგბურთი

12:52 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მონრეალის მასტერსს ბერდიხთან მატჩით იწყებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს მე-14 ჩოგანს ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა შესაძლოა დრო გადაიწიოს.

ქართველი და ჩეხი აქამდე ერთხელ დაუპირისპირდნენ. 2016 წელს ვენაში გამართულ ტურნირზე ბასილაშვილმა მეტოქე პირველ წრეში 6:4, 6:7, 7:5 დაამარცხა. აღნიშნულ წყვილს შორის გამარჯვებული მომავალ ეტაპზე ალბერტ რამოს-ვინოლასსა და რობინ ჰაასს შორის საუკეთესოს შეხვდება.

ტურნირზე პირველ ნომრად რაფაელ ნადალია განთესილი, ხოლო რეიტინგის მიხედვით მეორე ნომერი როჯერ ფედერერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112592