“მალაგამ” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი დიეგო გონსალესი დაიმატა – იუწყება ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
“მედუზებმა” 22 წლის ფეხბურთელში “სევილიას” 2 მილიონი ევრო გადაუხადეს და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
გონსალესს გასულ სეზონში უმეტესად “სევილიას” მეორე გუნდში უწევდა თამაში და ძირითადი გუნდის რიგებში მხოლოდ 5-ჯერ გამოჩნდა.