კალათბურთი

22:39 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ფინალში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძლები 81:70 დაამარცხეს.

ქართველებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და სასტარტო ხუთეულმა (მაიკ დიქსონი, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი) პირველი მეოთხედი 25:11 მოიგო. მეორე ათწუთეულში ზუროსის გუნდმა აშკარად ჩააგდო და 8:19 დათმო. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ქართველებს სროლები წაუვიდათ, სამქულიანებით თავი გამოიჩინეს მარკოიშვილმა და დიქსონმა და საბოლოოდ ლიტვა გატყდა.

ქართველთაგან 10-ქულიანი ზღვარი 6-მა კალათბურთელმა გადალახა. სამწუხაროდ, სათადარიგოთა სკამიდან ზუროსმა 5 კალათბურთელი დატვირთა და ქულები მხოლოდ დუდა სანაძემ (10ქ, 3მ) დააგროვა. ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელიც შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს - "ბასკონიას" ერთ-ერთმა ლიდერმა 19 ქულა, 8 მოხსნა და 5 გადაცემა მოაგროვა. ორმაგი დუბლით გამოირჩა ცინცაძე (10ქ, 10 გ), ხოლო შერმადინმა 17 ქულა, 10 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა. მარკოიშვილმა 13 ქულა შემატა გუნდს, ხოლო დიქსონმა - 12.

საქართველომ ლიტვასთან ურთიერთშეხვედრებში mogebis ანგარიში გახსნა. აქამდე ლიტვას მეტოქე სამ ამხანაგურ და ერთ ევრობასკეტის მატჩში ყავდა დამარცხებული.

ამრიგად, საქართველო სამშობლოში დაბრუნდება და ორ ამხანაგურ მატჩს (11, 13 აგვისტო) გამართავს ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან. თბილისში ნაკრებს NBA-ის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიაც შეუერთდება და გუნდი სრული შემადგენლობით გააგრძელებს მომზადებას.

0.150883