ფეხბურთი

14:26 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ კასერესი სერია A-ში დაბრუნდა

ურუგვაის ნაკრების მცველი მარტინ კასერესი იტალიის სერია A-ს დაუბრუნდა. “ვერონას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. კასერესი იტალიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ მარტინი ერთი წლის შემდეგ რომის “ლაციოს” ფეხბურთელი გახდება – ესეც უკვე გადაწყვეტილია და სწორედ ამიტომაა კონტრაქტი ერთწლიანი.

მარტინ კასერესსოდესღაც კატალონიის “ბარსელონაში” უთამაშია, საუკეთესო პერიოდი კი, 2009-2010 და 2012-2016 წლებში“იუვენტუსში” გაატარა. გასული სეზონის მეორე ნახევარში “საუთჰემპტონში” გადაბარგდა, თუმცა მოედანზე ერთადერთხელ გავიდა.

0.118478