ფეხბურთი

1:05 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ხირონა” “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებით გაძლიერდა

ლა ლიგის დებიუტანტმა “ხირონამ” “მანჩესტერ სიტიდან” სამი ფეხბურთელი ინათხოვრა. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “თეთრებმა და წითლებმა” ალეიშ გარსია, მარლოს მორენო და პაბლო მაფეო დაიმატეს.

სამივე ფეხბურთელი 20 წლისაა. მორენო ვინგერია, გარსია ჩამშლელი ნახევარმცველია, ხოლო მაფეო მარჯვენა მცველია. ისინი კატალონიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ “ხირონამ” ლა ლიგა 2-ის განვლილ სეზონში მე-2 ადგილი დაიკავა და 87-წლიანი ისტორიის განმალობაში ლა ლიგაში პირველად აღზევდა.

0.114146