ფეხბურთი

21:30 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლალანა რამდენიმე თვე იუქმებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ნახევარმცველი ადამ ლალანა ტრავმის გამო რამდენიმე თვე იუქმებს. როგორც "მერსისაიდელთა" თავკაცმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფეხბურთელი შესაძლოა გუნდს სექტემბრის ბოლოს დაუბრუნდეს. ლალანამ ბარძაყის ტრავმა აუდის თასზე "ნაპოლისთან" მატჩში მიიღო.

ინგლისელმა გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11676