ფეხბურთი

15:50 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: 22 წყვილი

გაიმართა ევროპა ლიგის ფლეი-ოფების წილისყრა. მატჩები 17 და 24 აგვისტოს შედგება. გამარჯვებულები ჯგუფში ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულებისთვის წლევანდელი ევროსეზონი დასრულდება.

სულ 22 წყვილია. 22 გამარჯვებულს დაემატება ის 10 გუნდი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავარდებიან და კიდევ 16 კლუბი პირაპირ გასულია ევროპა ლიგის ჯგუფში. ჯამში, 48 კლუბი იქნება ჯგუფურ ეტაპზე.

ქართულ ლეგიონზეც: ჯაბა ჯიღაურის "ვარდარს" მეტოქედ თურქული "ფენერბახჩე" ერგო. თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" სერბულ "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება, ხოლო ვაკო გვილიას ბატე - უკრაინულ "ოლექსანდრიას".

შკენდია (მაკედონია) - მილანი (იტალია)

ვარდარი (მაკედონია) - ფენერბახჩე (თურქეთი)

აიაქსი (ჰოლანდია) - რუსენბორგი (ნორვეგია)

ოსიეკი (ხორვატია) - აუსტრია (ავსტრია)

ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) - კრასნოდარი (რუსეთი)

ალტახი (ავსტრია) - მაკაბი თელ ავივი (ისრაელი)

ბატე (ბელარუსი) - ოლექსანდრია (უკრაინა)

ბრიუგე (ბელგია) - აეკ (საბერძნეთი)

მარიტიმუ (პორტუგალია) - დინამო კიევი (უკრაინა)

დინამო ზაგრები (ხორვატია) - შკენდერბიუ (ალბანეთი)

ლუდოგორეცი (ბულგარეთი) - სუდუვა (ლიტვა)

პანათინაიკოსი (საბერძნეთი) - ბილბაო (ესპანეთი)

აპოლონი (კვიპროსი) - მიდტიულანდი (დანია)

დომჟალე (სლოვენია) - მარსელი (საფრანგეთი)

პარტიზანი (სერბეთი) - ვიდეოტონი (უნგრეთი)

ჰაფნარფიორდური (ისლანდია) - ბრაგა (პორტუგალია)

ევერტონი (ინგლისი) - ჰაიდუკი (ხორვატია)

უტრეხტი (ჰოლანდია) - ზენიტი (რუსეთი)

ვიტორული (რუმინეთი) - ზალცბურგი (ავსტრია)

პლზენი (ჩეხეთი) - აეკ ლარნაკა (კვიპროსი)

პაოკ (საბერძნეთი) - ოსტერსუნდი (შვედეთი)

0.121886