ფეხბურთი

14:55 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: წყვილები ცნობილია

ნიონში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის წილისყრა. წყვილში გამარჯვებულები პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდებიან, ხოლო წაგებულები - ავტომატურა ევროპა ლიგის ჯგუფში.

რამდენიმე საინტერესო წყვილია, მაგრამ გამოვარჩევთ გერმანიისა და ინგლისის მეოთხეადგილოსნების დაპირისპირებას: "ჰოფენჰაიმი" - "ლივერპული". თუმცა ფავორიტი, რა თქმა უნდა, ამ წყვილსაც ჰყავს კლოპის გუნდის სახით.

ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბახი" დანიურ "კოპენჰაგენს" ეთამაშება. "ყარაბახი" ზედიზედ სამჯერ გავიდა ევროპა ლიგის ჯგუფში და საინტერესოა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაშიც შეაბიჯებს თუ ვერა.

ჩემპიონთა გზა

ყარაბახი (აზერბაიჯანი) - კოპენჰაგენი (დანია)

აპოელი (კვიპროსი) - სლავია (ჩეხეთი)

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) - რიეკა (ხორვატია)

სელტიკი (შოტლანდია) - ასტანა (ყაზახეთი)

მარიბორი (სლოვენია) - ჰაპოელ ბეერ-შევა (ისრაელი)

ლიგის წარმომადგენლთა გზა

ბაშაკშეხირი (თურქეთი) - სევილია (ესპანეთი)

იანგ ბოიზი (შვეიცარია) - ცსკა (რუსეთი)

ნაპოლი (იტალია) - ნიცა (საფრანგეთი)

ჰოფენჰაიმი (გერმანია) - ლივერპული (ინგლისი)

სპორტინგი (პორტუგალია) - სტიაუა (რუმინეთი)

0.120969