ფეხბურთი

13:57 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მაისურაძე უნგრულ კლუბში გადავიდა

28 წლის ქართველი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე უნგრეთის "ბალმაზუივაროშში" გადავიდა. მან უკვე გააფორმა კონტრაქტი და კლუბშიც წარადგინეს.

"ბალმაზუივაროში" წლეულს დაწინაურდა უმაღლეს ლიგაში. ამ გუნდშია ბაჩანა არაბული, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გოლი გაიტანა. "ბალმაზუივაროშს" სამი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვს.

ირაკლი მაისურაძეზე უკვე ვწერდით, რომ ბერძნულ "პანიონიოსთან" ხელშეკრულება გაწყვიტა, არადა, მხოლოდ ორი თვის გადასული იყო გუნდში.

0.12447