იურგენ კლოპის გაწვრთნილმა "ლივერპულმა" აუდის თასზე მიუნხენის "ბაიერნი" დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ "ნაპოლის" აჯობა (2:1).
"ალიანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში ლივერპულელებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, თავი მანემ გამოიჩინა. ტაიმის დასრულებამდე ინგლისელთა უპირატესობა სალაჰმა გაზარდა, მატჩის მიწურულს კი საბოლოო ანგარიში სტარიჯმა დააფიქსირა.