ქართული ჭადრაკის ლიდერის, ბაადურ ჯობავას გამარჯვებით დასრულდა დანიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი. ჯობავამ კოპენჰაგენში დაუმარცხებლად იასპარეზა და 10-დან 8,5 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა პირველი ადგილი.
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: კრიშნან საშიკირანი (ინდოეთი), მარინ ბოსიოსიჩი (ხორვატია),ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი), ნარაინანი ლინა (ინდოეთი), ნაიჯელ შორტი (ინგლისი), ივან შარიჩი (ხორვატია), ანდრეი კვონი (უზბეკეთი) და მადს ანდერსენი (დანია).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური