ფრანგული "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, რომ ბრაზილიელი ჟუნინიო პერნამბუკანო კლუბში დაბრუნდება და სპორტულ დირექტორად იმუშავებს.
"მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. ჟუნინიო მალე დაბრუნდება "ლიონში", ოღონდ უკვე სპორტული დირექტორის პოსტზე. ეს მოხდება არაუგვიანეს აგვისტოს მიწურულს" - თქვა ოლამ.
ჟუნინიო ამჟამად 42 წლისაა. ის "ლიონის" ლეგენდაა, საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონი გახლავთ. ჟუნინიოს მძლავრი იარაღი იყო საჯარიმო დარტყმები - ფანტასტიკურად ასრულებდა და ბევრის აზრით, ამ მხრივ ბადალიც არ ჰყავდა.