კალათბურთი

12:08 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გალინარი ევრობასკეტს გამოტოვებს

ევრობასკეტ-2017-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს იტალიის ნაკრებს გუნდის უდაო ლიდერი “კლიპერსის” ფორვარდი დანილო გალინარი ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას cbssports.com-ი ავრცელებს.

კვირას, ტრენტოს საერთაშორისო ტურნირის ფინალში, იტალია ჰოლანდიას დაუპირისპირდა. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში გალინარი გაცხარდა და მოწინააღმდეგეს მუშტი სახეში დაარტყა, რა დროსაც დანილომ თითი მოიტეხა. გალინარის ტრავმის მოშუშებას მინიმუმ 40 დღე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორვარდი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ იტალიას კიდევ ორი წამყვანი კალათბურთელი, ალესანდრო ჯენტილე და ანდრეა ბარნიანი გამოაკლდა.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ბ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც იტალიას, ლიტვას, გერმანიას, უკრაინას და მასპინძელ ისრაელს დაუპირისპირდება.

გალინარის და ჰოლანდიელი კალათბურთელის დაპირისპირების კადრები, რა დროსაც დანილომ თითის ტრავმა მიიღო:

https://www.youtube.com/watch?v=8_ks2HZV8nE

0.130447