ძმები ჯონათან და ჯოვანი დოს სანტოსები კვლავ ერთ გუნდში ითამაშებენ. “ლოს ანჯელეს გალაქსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ვილიარეალთან” შეთანხმება შედგა და ჯონათანი ამერიკული კლუბის ღირსებას დაიცავს.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ ჯონათანი და ჯოვანი ერთი წლის განმალობაში “ვილიარეალში” ერთად თამაშობდნენ, ხოლო 2015 წელს ჯოვანიმ “ელ მადრიგალი” დატოვა და კარიერის გაგრძელება MLS–ში გადაწყვიტა.
ჯონათანი “ვილიარეალის” ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 121 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.