ფეხბურთი

21:47 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონს ნეიმარის ტრანსფერზე ბაბუა გაახსენდა...

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში უკვე 20 წელიაა, დღევანდელი მდგომარეობით გაკვირვებულია.

ჯიჯი პსჟ-ში ნეიმარის შესაძლო ტრანსფერს და მის ღირებულებას შეეხო. როგორც 39 წლის მეკარემ იტალიურ მედიას უთხრა, ფეხბურთში დღეს ყველაფერს ფული წყვეტს.

“წარმოუდგენელია – რატომ ღირს ნეიმარი 220 და არა 600 მილიონი ევრო? – ბაბუაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ ბუშტი რამდენიც არ უნდა გაბერო, ბოლოს მაინც გასკდებაო...

არ მესმის იმ ფასების რაც დღეს ფეხბურთშია. ეს ყველაფერი არ ხდება შემთხვევით და თითქოს ყველაფერი ერთი ადამიანის ხელშია – ვისაც ბევრი ფული აქვს. დღეს შესაძლოა ასეთი ათია, მაგრამ ხვალ 100 მილიონი იქნება.

“მილანი”? – ვფიქრობ, რომ ჩვენი კონკურენტები იქნებიან, რადგან ამ გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე დიდი თანხა დახარჯა”, - განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, პსჟ ბრაზილიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 220 მილიონ ევროს იხდის და სეზონში ანაზღაურების სახით 30 მილიონ ევროს ჰპირდება.

0.11787