“მალაგამ” არგენტინელი ცენტრალური ნახევარმცველი ემანუელ ჩეკკინი დაიმატა. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი “ლა როსალედაზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
ახალგაზრდა მოთამაშის ტრანსფერით “ბანფილდი” 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ემანუელმა განვლილ არგენტინის ჩემპიონატში 21-ჯერ ითამაშა და 3 გოლის გატანა მოახერხა.