ფეხბურთი

0:05 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნანი ტრავმირებულია

“ვალენსიას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბის პორტუგალიელი ნახევარმცველი ლუიშ ნანი სამშაბათს გამართულ ვარჯიშზე დაშავდა და რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

30 წლის ფეხბურთელს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მარცხენა მუხლი აქვს დაზიანებული.

ნანის ტრავმები გასულ სეზონშიც აწუხებდა და ამ მიზეზის გამო, ბევრი მატჩის გამოტოვება მოუწია. მან განვლილ ლა ლიგაში 25 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

თეგებილუიშ ნანი
0.115004