იტალიური “მილანი” ახლოს არის მიუნხენის “ბაიერნის” პორტუგალიელი ნახევარმცველის ყიდვასთან. L’Equipes-ს ინფორმაციით, მომავალ სეზონს ახალგაზრდა მოთამაშე “როსონერიში” დაიწყებს. ტრანსფერის ღირებულება კი 40 მილიონი ევრო იქნება.
Sky Italia-ს ცნობით კი იტალიელებს სანჩესის მიღება იჯარით და შემდეგ გამოსყიდვის უფლებით სურთ, თუმცა “რეკორდმაისტერი” იმედოვნებს, რომ მოთამაშეს ამ ზაფხულშივე გაყიდიან.
მიმდინარე ხელშეკრულებით “ბაიერნს” სანჩესთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.