კალათბურთი

11:18 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” ფაჩულიას და სხვა მოთამაშეებს ოფიციალური კონტრაქტები გაუფორმა

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ზაზა ფაჩულიას, კევინ დურანტს, სტეფ კარის, შონ ლივინგსტონს, ანდრე იგუადალას და დევიდ უესტს ოფიციალური კონტრაქტები გაუფორმა.

ზაზამ “მეომრებთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 3.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

“გოლდენ სტეიტის” მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხოლობთ: "ზაზამ გასული სეზონის რეგულარულში 70 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ქართველმა 6.1 ქულა, 5.9 მოხსნა და 1.9 პასი მიითვალა. ზაზას 14-წლიანი კარიერაში თამაშიდან ყველაზე მაღალი, 53.4%-ით უტევდა მეტოქის ფარს. ფაჩულია მეტოქის ფარზე მოხსნილი ბურთების რაოდენობით (140) გუნდის ლიდერი გახლდათ. პლეი-ოფში ცენტრი საშაულოდ ერთ მატჩში 5.1 ქულას და 3.8 მოხსნას აგროვებდა."

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც ნბა მოიგო.

0.122789