ჩოგბურთი

19:55 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს

დიდი სლემის 12-გზის ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას Thetimes-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ჯოკოვიჩს ტრავმირებული მაჯის მოსაშუშებლად მინიმუმ სამი თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოლე ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკმა უიმბლდონის ტურნირზე ბერდიხთან მატჩი მარჯის ტრავმის გამო შეწყვიტა.

ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის შეხვედრები 28 აგვისტოს დაიწყება და 10 სქტემბერს დასრულდება.

0.117046