ფეხბურთი

13:23 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” კოუტინიოს ფასს არ უფრთხის

კატალონიის “ბარსელონა” “ლივერპულთან” ფელიპე კოუტინიოს თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ “წითლების” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მტკიცედ განაცხადა, ბრაზილიელი არ იყიდებაო, კატალონიელებს საერთო ენის გამონახვის მცდელობა არ შეუწყვეტიათ.

Sport.es-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” წარმომადგენლები ლონდონში ჩავიდნენ და 25 წლის ბრაზილიელს შეხვდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ნეიმარი “ბლაუგრანას” დატოვებას გეგმავს, კატალონიელები არც იმ ფასს უფრთხიან, რასაც “წითლები” კოუტინიოში ითხოვენ. ბოლო ინფორმაციით, 100 მილიონ ევროზეა საუბარი.

კოუტინიომ გასულ სეზონში “ლივერპულის” შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა და 15 გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120268