ფეხბურთი

11:21 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი: “ნეიმარი პსჟ-ს ახალ სიმაღლეზე აიყვანს”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელ თავდამსხმელს ნეიმარს ბოლო დროს აქტიურად აკავშირებენ ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან”. უფრო მეტიც, ფრანგული პრესა ტრანსფერს თითქმის გადაწყვეტილად მიიჩნევს.

ამ ფაქტს პსჟ-ს ყოფილი მწვრთნელი ლორან ბლანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნეიმართან ერთად კლუბი სხვა სიმაღლეებზე ასვლას შეეცდება.

“პარი სენ ჟერმენს” სურს გახდეს დიდი ევროპული კლუბი, ეს კი ფინანსური პოტენციალის გარეშე წარმოუდგენელია. ნეიმარის დონის მოთამაშე პსჟ-სთვის ევროპაში ახალ სიმაღლეზე ასვლის ტოლფასი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის მოგებას დრო სჭირდება, თუმცა მილიონები ფუჭად არ უნდა იფლანგებოდეს. კლუბი აშკარად ძალიან სწრაფად იზრდება და ერთ დღესაც ის საუკეთესო გახდება, თუმცა სტაბილურობა აუცილებელია”, განაცხადა RMC Sport-თან ბლანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110311