“ნაპოლის” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადის” და არგენტინის ნაკრების მეკარის ხერონიმო რულის დამატება სურს. ცნობილი ესპანური გამოცემა As-ი იუწყება, რომ იტალიური კლუბი 25 წლის კიპერში 22 მილიონ ევროს იხდის.
რული, რომელიც “სოსიედადში” 2014 წლიდან ასპარეზობს, თავდაპირველად “ანოეტაზე” იჯარის წესით თამაშობდა და ბასკურმა კლუბმა მისი სატრანსფერო უფლების 70% გასულ იანვარს 7 მილიონ ევროდ გამოისყიდა, თუმცა “მანჩესტერ სიტის” 2018 წლამდე მისი დაბრუნება 14 მილიონ ევროდ შეუძლია.
არგენტინელ მეკარეს “სოსიედადთან” მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს და კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა. მან გასულ სეზონში “ჩური ურდინის” კარი 44-ჯერ დაიცვა და 53 გოლი გაუშვა.