ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველ მარკო ვერატის “მანჩესტერ იუნაიტედი” ეპატიჟება. Mirror-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს იტალიელი ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა სურს და კლუბის ხელმძღვანელობა უკვე საქმის ყურში ჩააყაენა.
წყაროს ცნობით, “იუნაიტედი” ვერატის სანაცვლოდ 78 მილიონი ევროს გაღებას აპირებს. ჯერჯერობით, პარიზელთა პასუხი უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ვერატის აგენტი ცოტა ხნის წინ მინო რაიოლა გახდა, რომელმაც ერთი წლის წინ “ოლდ ტრაფორდზე” პოლ პოგბა გადაიყვანა.