ფეხბურთი

12:02 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” ხიმენესით დაინტერესდა

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “ატლეტიკოსა” და ურუგვაის ნაკრების მცველ ხოსე ხიმენესს ეპატიჟება. იტალიური მედიის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი ტურინში ლეონარდო ბონუჩის შემცვლელად ესახებათ.

როგორც ცნობილი გახდა, “იუვეს” სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ურუგვაელის აგენტ პაკო კასალს უკვე შეხვდა – მილანში.

საინტერესოა, რომ ხიმენესს “ატლეტიკოს” ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ ეძლევა თამაშის საშუალება და კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა მცველმა ლა ლიგაში მხოლოდ 17 შეხვედრა ჩაატარა.

0.15205