ესპანელი ფეხბურთელი ხავიერ მანკილიო კარიერას “ნიუკასლში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა “კაჭკაჭების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
23 წლის მარჯვენა მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხავიერის სანაცვლოდ, “ატლეტიკომ” 5 მილიონი ევრო მიიღო.
მანკილიო “ატლეტიკოს” ღირსებას 2013 წლიდან იცავდა, თუმცა სხვადასხვა პერიოდში “ლივერპულში”, “მარსელში” და “სანდერლენდში” გახლდათ განათხოვრებული და “როხიბლანკოს” მაისურით მხოლოდ 17-ჯერ მოუწია თამაში.