ლონდონის “ჩელსის” მცველი კურტ ზუმა კარიერას “სტოკ სიტიში” გააგრძელებს. 22 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ანტონიო კონტეს გუნდი მწირი სათამაშო პრაქტიკის გამო დატოვა და “სტოკში” დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს.
კურტ ზომა “ჩელსიმ” 2014 წელს “სენტ ეტიენიდან” შეიძინა. 2015-2016 წლების სეზონში ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა, თუმცა შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და ევროპის ჩემპიონატიც გაუცდა.
გასულ სეზონში კონტე იშვიათად ენდობოდა და ამის გამო პრემიერლიგაში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა. ზუმას “ჩელსისთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.