მას შემდეგ, რაც ლეონარდო ბონუჩი “მილანში” გადავიდა, ტურინის “იუვენტუსი” იტალიელის შემცველელის ძიებაშია. TuttomercatoWeb-ის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი “ბაიერნის” ცენტრალური მცველით, მატს ჰუმელსით დაინტერესდა.
28 წლის გერმანელს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. რაც შეეხება ჰუმელსის ღირებულებას,ის 2016 წელს “დორტმუნდიდან” 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
გასულ სეზონში ჰუმელსმა ბუნდესლიგაში 26 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.