ფეხბურთი

0:45 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კიოლნი” ესპანელი მცველით გაძლიერდა

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ხორხე მერე კარიერას ბუნდესლიგაში განაგრძობს. 20 წლის ფეხბურთელმა “კიოლნთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხორხეს სანაცვლოდ, “ხიხონის” ბიუჯეტი 7 მილიონი ევროთი შეივსო. ახალგაზრდა მოთამაშის დამატება “მალაგასაც” სურდა, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ და ასტურიელმა ფეხბურთელმა გერმანიას მიაშურა.

მერე “ხიხონის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მან გასულ სეზონში ასტურიული კლუბის მაისური 32-ჯერ მოირგო.

თეგებიხორხე მერე
0.113126