ფეხბურთი

21:52 | 20.07.2017 | ნანახია 4297 - ჯერ

ოფიციალურად: ჩიჩარიტო პრემიერლიგაში

მექსიკის ნაკრების თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი ლონდონის “ვესტ ჰემში” გადავიდა. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 29 წლის ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში ლონდონში ჩავა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, კონტრაქტს გააფორმებს.

ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ჩიჩარიტოს “ვესტ ჰემში” გადასვლას ოფიციალურად “ლევერკუზენიც” ადასტურებს.

ხავიერ ერნანდესი გერმანიაში 2015 წლიდან თამაშობდა და გუნდის საუკეთესო ბომბარიდიც იყო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:33 | 21.07.2017
babuna18 (337)

ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი თავდამსხმელი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.180082