ფეხბურთი

16:58 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ფრანგი ფორვარდით ძლიერდება

იტალიურმა “რომამ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა. იტალიური გამოცემების ინფორმაციით, “ჯალორისის” ღირსებას ამიერიდან “სასუოლოს” თავდამსხმელი გრეგორი დეფრელი დაიცავს.

ფრანგი შემტევი დღეს რომში ჩავა და სამედიცინო შემოწმება გაივლის. “რომა” ფეხბურთელს კონტრაქტს 2022 წლამდე გაუფორმებს, ხოლო სეზონში 1.5 მილიონ ევროს გადაუხდის ხელფასის სახით. რაც შეეხება “სასუოლოს” – 20 მილიონ ევროს მიიღებს.

დეფრელი “რომას” მთავარი მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოსთვის ნაცნობი სახეა – ისინი “სასუოლოში” ერთად მუშაობდნენ. ბოლო ორ სეზონში ფრანგმა იტალიის ჩემპიონატში 19 გოლის გატანა მოახერხა.

0.118148