საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გადაცემა “ფეხბურთის დრო”-ს სტუმარი გახლდათ. გადაცემის წამყვან გიორგი ყიფიანის პირველივე კითხვა მწვრთნელისთვის ბუნდოვანი გამოდგა, ხოლო კითხვის დაკონკრეტების შემდეგ ქეცბაია გაცხარდა და რამდენიმე წუთში გადაცემა დატოვა.
წამყვან გიორგი ყიფიანის კითხვა ასეთი იყო:”კონკრეტულად თამაშების წინ არის საუბარი, რომ ჩვენ არ გვაქვს შანსი მოვუგოთ პოლონეთს, მოვუგოთ ირლანდიას, ხომ არ თვლით რომ უკურეაციას იძლევა ხშირ შემთხვევაში?”
“მე არ მითქვამს არ გვაქვს შანსი. მე იმას ვიძახი ამ ქვეყანაში არაფერი კეთდება ფეხბურთის გასავითარებლად. ჩვენ გვსურს ყველაზე მაღალ, სანაკრებო დონეზე ვაჩვენოთ შედეგი.”
“სამწუხაროდ შემიძლია ვთქვა, რომ შენი ძმით დაწყებული... როგორც მე პიროვნებას მებრძვის.”
“მე თამაში მაქვს და ესეთი ინტრიგნული რაღაცეებისთვის არ მცალია. მე მინდოდა პატივი მეცა და გვესაუბრა. თქვენ ინტრიგა გაინტერსებთ, მე ინტრიგა არ მაინტერსებს” – ამ სიტყვებით დატოვა გადაცემა ქეცბაიამ.