ფეხბურთი

14:45 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესი: "ბედნიერი ვარ "მილანის" გამოღვიძებით"

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იტალიური “მილანის” აქტიურობით სატრანსფერო ბაზარზე კმაყოფილია. როგორც “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელმა განაცხადა, მას ახარებს “მილანის” დაბრუნება, რადგან მისი გუნდის რეალური კონკურენტი ყოველთვის “როსონერი” იყო.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “მილანი” იღვიძებს. ეს გუნდი ჩვენი კონკურენტი 50 წლის განმავლობაში გახლდათ. არც “ბარსელონა”, არც რომელიმე სხვა გუნდი – მხოლოდ “მილანი”, - აღნიშნა პერესმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე იტალიური გრანდი ძალძე აქტიურია და უკვე 9 ფეხბურთელი დაიმატა: ლეონარდო ბონუჩი, ფრანკ კესიე, ანდრეა კონტი, მატეო მუსაკო, რიკარდო როდრიგესი, ანდრე სილვა, ფაბიო ბორინი, ანტონიო დონარუმა და ლუკას ბილია.

0.11588