მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. Sky sport-ისა და Marca-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” ლონდონის “ჩელსის” შეუთანხმდა და 24 წლის ფორვარდი ინგლისის დედაქალაქში 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება.
ანტონიო კონტეს მორატა რომელუ ლუკაკუს ალტერნატივად მიაჩნია, რომლის დამატება პირველი მიზანი იყო, თუმცა ვერ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერი თუ ოფიციალურად დადასტურდება, მორატა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდება. რეკორდო ამჟამად ფერნანდო ტორესს ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს ასევე “ჩელსიმ” 58 მილიონად შეიძინა.
ალვარო მორატას აქამდე “მილანსაც” უკავშირებდნენ, მაგრამ ინგლისის ჩემპიონი ესპანელის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. საგულისხმოა ისიც, რომ 2014 წელს კონტე მორატას “იუვენტუსში” ეპატიჟებოდა. საბოლოოდ, ესპანელი ტურინში აღმოჩნდა, მაგრამ მანამდე კონტემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მასთან მუშაობა არ მოუწია.
ალვარო მორატამ გასულ სეზონში “რეალის” ღირსება 40-ჯერ დაიცვა და 20 გოლი გაიტანა.