ფრანგული “ლიონის” აწ უკვე ყოფილი მცველი კრისტოფ ჟალე კარიერას “ნიცაში” გააგრძელებს. 33 წლის ფეხბურთელმა ზღვისპირელთა ვებგვერდის ცნობით, კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კრისტოფ ჟალემ გასულ სეზონში “ლიონის” მაისური 22-ჯერ მოირგო და ერთი გოლი გაიტანა.
ფრანგი ფეხბურთელი მანამდე “პარი სენ ჟერმენის” შემადგენლობაშიც თამაშობდა. “ნიცა” კი მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.