ფეხბურთი

0:17 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატი გოლით დაიწყო (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "ლოკომოტივმა" შინ ტულის "არსენალი" 1:0 დაამარცხა, გამარჯვების მომტანი გოლი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ 57-ე წუთზე გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მოსკოველთა მაისურით თავი პირველად გამოიჩინა. სულ კი კვირკველიას "ლოკომოტივის" რიგებში 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

რუსეთის ჩემპიონმა მოსკოვის "სპარტაკმა" პირველი შეხვედრა სტუმრად თანაქალაქელ "დინამოსთან" ფრედ 2:2 დაასრულა. არა და პირველი ტაიმი ჯანო ანანიძის გუნდმა 2:0 მოიგო, თუმცა საბოლოოდ მაინც ქულას დასჯერდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა.

ჩემპიონატი დაიწყი უკრაინაშიც, სადაც "შახტარმა" პირველ ტურში "ვორსკლა" სტუმრად 3:0 დაამარცხა. დონეცკელთა რიგებში წინასწარვე ცნობილი იყო, რომ დავით ხოჭოლავა არ ითამაშებდა. მასპინძელთა განაცხადში იყო "მერანიდან" გადაარგებული ანდრო გიორგაძე, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

0.128396