ფეხბურთი

22:00 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ლაპადულა "ჯენოაში" გაანათხოვრა

"მილანის" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი ჯანლუკა ლაპადულა მომდევნო სეზონს იჯარის წესით ჯენოაში გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია გენუური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი იჯარაში "ჯენოამ" 2 მილიონი ევრო გადაიხადა და თუ გენუელები ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილი დარჩებიან, ჯანლუკას დატოვება 11 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ.

"როსონერიმ" ლაპადულა "პესკარადან" 2016 წელს 9 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113008