“ტოტენჰემმა” გუნდის 26 წლის ინგლისელ მცველთან, კირან ტრიპერთან კონტრაქტი 2022-წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის იფოციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ტრიპერი “ტოტენჰემის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მცველმა ლონდონური კლუბის მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ტრიპერი ასევე ინგლისის ნაკრების წევრია, 2017 წელს ეროვნულ გუნდში მცველმა ერთი შეხვედრა ჩაატარა.