კატალონიური “ბარსელონა” მესამე მეკარემ ხორდი მასიპმა დატოვა. 28 წლის კიპერი კარიერას ლა ლიგა 2-ის ბინადარ “ვალიადოლიდში” განაგრძობს.
ხორდი ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდა და ხელი სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა.
მასიპს გასულ სეზონში საერთოდ არ უთამაშია, ხოლო “ბლაუგრანას” ძირითადი გუნდის კარი სულ 4-ჯერ აქვს დაცული: ერთხელ ლა ლიგაში და სამჯერ ესპანეთის თასზე.