იტალიური “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ ოჯახთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო და საფეხბურთო კარიერას იაპონიის მეორე დივიზიონში “ტოკიო ვერდის” რიგებში არ გააგრძელებს.
როგორც კლუბის პრეზიდენტმა ხიდეიუკი ხანიუმ განაცხადა თავად ფეხბურთელი მზად იყო კიდევ 1 სეზონი ეთამაშა, თუმცა მისი მეუღლე ილარი ბლასი, იაპონიაში წასვლის წინააღმდეგია.
“სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა ტოტის ოჯახი იმის თაობაზე, რომ ჩვენს გუნდში გადმოსვლა იტალიელისთვის მიზანშეწონილი იქნებოდა. თავად მოთამაშე მზად იყო ჩვენი წინადადება მიეღო, თუმცა მეუღლის უარის გამო გადაწყვეტილება შეცვალა”, - თქვა ხიდეიუკმა.
40 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში რომას რიგებში 25-ჯერ მოირგო “ჯალოროსის” მასური. კარიერის განმავლობაში კი 786 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა.