იტალიური “მილანი” მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის, რენატუ სანჩესის გადაბირებას ცდილობს. აღნიშნული ინფორმაცია კარლ-ჰაინც რუმენიგემ ოფიციალურად დაადასტურა:
“შემიძლია დავადასტურო, რომ “მილანმა” რენატუ სანჩესის თაობაზე მოგვმართა, მაგრამ ფინანსური დეტალების გამო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა”, - თქვა რუმენიგემ.
როგორც ირკვევა, “როსონერის” 20 წლის პორტუგალიელის დამატება იჯარის წესით სურს. შეგახსენებთ, სანჩესი “ბაიერნში” ერთი წლის წინ “ბენფიკადან” გადავიდა, თუმცა კარლო ანჩელოტი სათამაშო დროს იშვიათად აძლევდა.