ესპანური “ვალენსიას” აწ უკვე ყოფილი მეკარე დიეგო ალვეში სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “ფლამენგოში” გააგრძელებს. ამის შესახებ “ღამურების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ჯერჯერობით უცნობია გარიგების ფინანსური მხარე.
32 წლის ბრაზილიელი მეკარე “მესტალიაზე” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. ალვეშის მთავარ პლიუსად თერთმეტრიანების მოგერიება მიიჩნევა. მანამდე ბრაზილიელი “ალმერიას” ღირსებასაც იცავდა.
“ვალენსიამ” დიეგო ალვეშის შემცვლელი ცოტა ხნის შეიძინა – ასევე ბრაზილიელი ნეტო ტურინის “იუვენტუსიდან”.