ფეხბურთი

12:35 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ასოციაციამ "ასტონ ვილა" და "ტოტენჰემი" დასაჯა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, პრემიერლიგის მე-10 ტურში ბირმინგემის "ასტონ ვილას" და ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, თითოეული კლუბი 20 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.

მატჩის 66-ე წუთზე კრისტიან ბენტეკე და რაიან მეისონი წაკინკლავდნენ, ბირმინგემელმა ლონდონელს სახეზე ხელით შეეხო და ამ ფაქტის დამნახავმა მსაჯმა "ასტონ ვილას" ფეხბურთელი გააძევა.

მატჩის შემდეგ “ასტონ ვილას” თავკაცმა პოლ ლამბერტმა ამ ფაქტზე იხუმრა: "ასეთი გაძევება არ მინახავს, ჩემ გოგონას უფრო ძლიერად შეეძლო დარტყმა."

აღნიშნული ინციდენტისას ბენტეკემ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო მეისონს ყვითელი ბარათიც არ მიუღია.

0.131786