“ლესტერმა” ახალგაზრდა ნახევარმცველი ბარტოშ კაპუსტკა “ფრაიბურგში” გაანათხოვრა. აღნიშნული ცნობა ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.
20 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.
პოლონელმა მოთამაშემ ყურადღება ევრო 2016-ზე კარგი თამაშით მიიქცია და გასულ ზაფხულს ის “ლესტერმა” 5 მილიონ ევროდ “კრაკოვიდან” გაიფორმა, თუმცა ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტირება გაუჭირდა და ძირითადი გუნდის რიგებში ასოციაციის თასზე, მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა (სულ 151 წუთი).