ფეხბურთი

1:30 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ” ოშიბკა გაიფორმა

გელზენკირხენის “შალკემ” დაცვის მარცხენა ფლანგი გააძლიერა. “ხუმარების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა ბასტიან ოშიბკა გაიფორმა.

28 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ “აინტრახტმა” 4.5 მილიონი ევრო მიიღო.

ოშიბკამ გასულ სეზონში ფრანკფურტული კლუბის მაისური 38-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.10973