ფეხბურთი

22:08 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: ინგლისი ჩემპიონია

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში დასრულებულია – ჩემპიონი კი ინგლისის ნაკრები გახდა. კეიტ დაუნინგის გუნდმა გამარჯვება სრულიად დამსახურებულად მოიპოვა და შეასრულა მიზანი, რომელიც ტურნირის დაწყებამდე ჰქონდა დასახული – დაუნინგი მანამდეც აღნიშნავდა, რომ მისი გუნდი აქ მხოლოდ პირველი ადგილისთვის იყო.

ინგლისმა ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიას აჯობა. მატჩი დაძაბული გამოდგა და სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. სულიმანის გოლი სტერლინგმა ავტოგოლით გააბათილა, მაგრამ ნმეჩას მიერ გატანილი გოლი გადამწყვეტი გამოდგა. ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული ამ ასაკში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ინგლისმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთიდან ხუთი თამაში მოიგო და ყველა ძირითად დროში...

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პორტუგალია – ინგლისი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 სულიმანი (50), 1:1 სტერლინგი (56, ა.გ), 1:2 ნმეჩა (68)

0.117697